en
ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თბილისი. 22 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეოთხე საერთო კრება გაიმართა, სადაც ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და წევრები აირჩიეს. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ სტუდია „მონიტორის" ჟურნალისტი გიორგი მგელაძე უხელმძღვანელებს. მან ამ პოსტზე ზვიად ქორიძე შეცვალა, რომელიც ქარტიას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აირჩა საბჭოს სამი წევრი, ამჟამად საბჭოს წევრები არიან არიან დავით მჭედლიძე, ნათია როყვა, გიორგი მგელაძე, ზვიად ქორიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე, გელა მთივლიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ია მამალაძე.
ქარტიის წევრებმა სრევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობაც დაამტკიცეს. კომისიას ნანა ბიგანიშვილი უხელმძღვანელებს, წევრები კი ლიკა ბასილაია - შავგულიძე და შორენა ღლონტი იქნებიან.
საბჭოს ახალი წევრების არჩევამდე ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებს წლიური ანგარიში გააცნეს უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ია ბობოხიძემ.
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)