თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და საგადასახადო საიდუმლოება".
„შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა IDFI-სთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, განახორციელა თუ არა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმება და, შესაბამისად, უარი თქვა გადაეცა ასეთი შემოწმების ამსახველი დასკვნა ან ოქმი. ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლად შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge