თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ე.წ. ოდეერების საქმიანობის მონიტორინგს მნიშვნელოვნად გაართულებს".
„იმ უწყებებში, რომლებიც მთავრობის დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს არ წარმოადგენენ, (მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უმაღლესი სასწავლებლები), ე.წ. „ოდეერის" საქმიანობა ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. ხოლო, „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა შესაძლებელია წაართვას საზოგადოებას აღნიშნული პროცესის სრულყოფილი მონიტორინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, როდესაც შეიზღუდა წვდომა იმ პირთა დეკლარაციებზე რომლებსაც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უკავიათ საიდუმლოების გრიფის მქონე თანამდებობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge