თბილისი. Erasmus+ პროგრამა გაძლევთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას. სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის არსებობს Erasmus+ ორი ქვეპროგრამა:
1) Credit Mobility - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა (3–12 თვე) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვის. 2) Degree Mobility - სასტიპენდიო პროგრამა მათთვის, ვისაც ევროპაში უნდა მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქართული უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული - კონკურსში მონაწილეობას ინდივიდუალურად იღებთ.
წყარო: erasmusplus.org.ge