en
ge

„აფხაზეთის“ პროექტის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია ზუგდიდში

სამეგრელო. 21 დეკემბერს ცენტრი „აფხაზეთის" ზუგდიდის ოფისში „დევნილთა პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრის" კურსდამთავრებულთა ხელსაწყოების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. თითოეულ ბენეფიციარს ცენტრი „აფხაზეთისგან" საშუალოდ 500 ევროს ღირებულების პროფესიული სამუშაო იარაღების კომპლექტი გადაეცა. 
დევნილთა პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრი უკვე 3 წელია ფუნქციონირებს ზუგდიდში. ამ დროისთვის ცენტრში 700-მდე დევნილმა და სოციალურად დაუცველმა პირმა გაიარა სწავლების კურსი და დაეუფლა სასურველ პროფესიას: ჭრა-კერვა, თმის სტილისტი, კოსმეტოლოგია, ავტომანქანის შეკეთება, კომპიუტერული კურსები, ბუღალტერია. მათგან დაახლოებით 170 ყველაზე მოტივირებულ და წარმატებულ ბენეფიციარს გადაეცა პროფესიული სამუშაო იარაღები საჩუქრად მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და 100-ზე მეტი ბენეფიციარი დასაქმდა და გაუჩნდა სტაბილური შემოსავალი. 
პროექტი ერთობლივად ხორციელდება ცენტრი „აფხაზეთისა" და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარის მიერ.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)