აჭარა.23-24 მარტს, ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ბათუმის ფილიალისა და ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ამ ეტაპზე ახალგაზრდები ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურების 2016 წლის მუნიციპალურ პროგრამებს გაეცვნენ. ინფორმაციის მიღებასთან ერთად დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ის პროგრამები, რომელთა შინაარსი ბათუმელი ახალგაზრდების მოთხოვნებს ვერ პასუხობს და არ არის მორგებული ადგილობრივების ინტერესებზე. შეხვედრაზე გარკვეული რეკომენდაციები მიიღო მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენელმა საზაფხულო სტუდენტური დასაქმებისა და ახალგაზრდული ცენტრის შესახებ. განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს კი სტუდენტებმა თავიანთი შენიშვნები თავისუფალი პროექტების ფინანსურ ანგარიშსწორებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ ბარიერებზე გააკეთეს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)