თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „როგორ მუშაობენ საკრებულოს ფრაქციები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში?".
„როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურებაზე. გარდა ხელფასის, პრემიისა და დანამატისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი, ასევე ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge