en
ge

საკრებულომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინა

სამცხე–ჯავახეთი. 21 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი კიდევ ერთხელ განიხილეს. შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე, თუ რა ცვლილებები შევიდა პროექტში და რა შენიშვნებს გაითვალისწინებს საკრებულო სამომავლოდ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვამჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა განმარტა, რომ შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი უკვე აისახა ბიუჯეტის პროექტში და გარკვეული ცვლილებები მასში მომდევნო წლის დასაწყისშიც შევა.
ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებისას მათ სპეციალური მიმართვა შიმუშავეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინეს. 
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიუჯეტის განხილვაში  პროექტ – „გამჭვირვალე თვითმმართველობის” – ფარგლებში ჩაერთვნენ. რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი” ახორციელებს. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)