თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „სსიპ „ბათუმის ბულვარის" ტენდერები კითხვებს აჩენს".
„სსიპ "ბათუმის ბულვარმა" სამუშაოების ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასხვა პროექტი წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი ბულვარის მესაკუთრის (ბათუმის მუნიციპალიტეტის) ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: transparency.ge