თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საპარლამენტო ამბების ყოველკვირეული პოდკასტი გამოაქყვენა. 24 დეკემბრის პოდკასტის მიმომხილველები არიან ეკა გიგაური, ლევან ნატროშვილი და კახა ურიადმყოფელი. განხილულია შემდეგი თემები: პარლამენტის მუშაობის შეჯამება, უმცირესობის ბოიკოტი, ინციდენტი ქუთაისში პრეზიდენტის ვიზიტისას, ნიკა გვარამიას დაკავება, სატელეფონო მოსმენები, მინუს ერთი მაჟორიტარი უმცირესობას, 2013 წლის ბიუჯეტი, ამნისტია და სხვა დეტალები საპარლამენტო ცხოვრებიდან.
ორგანიზაცია უშვებს აუდიო პოდკასტებს, რომლებშიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველაზე საინტერესო მოვლენებს მიმოიხილავს. პოდკასტის გამოყენება და გავრცელება ნებისმიერ მედიასაშუალებას, ბლოგერს და დაინტერესებულ პირს ნებართვის გარეშე შეუძლია.
წყარო: transparency.ge