თბილისი. 24 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და შპს DEVEL-ის თანამშრომლობით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
„კონკურსი „ინოვაცია და ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" კომპანია DEVEL-ის ინიციატივითა და IDFI-ის მხარდაჭერით ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა ისეთი იდეების მხარდაჭერას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაეხმარებოდა საზოგადოებას ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, გაუღვივებდა პასუხისმგებლობის გრძნობას მის ცალკეულ წევრებს და დაეხმარებოდა სახელმწიფოს თავისი მოვალეობების უკეთ შესრულებაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge