en
ge

USAID-ის მიერ დაფინანსებული წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტი აჭარაში

აჭარა. 29 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDN) ინფორმაციით, საქართველოში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები დაავადებათა რიცხვის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია. ეს პრობლემა სოფლებსა და რაიონებში, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში ჯერ ისევ აქტუალურია. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისათვის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს სამედიცინო ჯგუფი (GMG) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა" მთიანი აჭარისათვის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტს ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოს გამართული სანიტარული ინფრასტრუქტურა, განათლება და თემის მობილიზაცია ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 5 მუნიციპალიტეტში – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედასა და შუახევის სოფლებში 20 სკოლასა და 10 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ხორციელდება. პროექტი 2015 წლის იანვრიდან დაიწყო და პირველი წლის განმავლობაში 4 სკოლა და 2 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მოიცვა. ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანსა და სოფელ კვირიკეში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აგარასა და ახალსოფლის საჯარო სკოლებში ჩატარდა სანიტარული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე დაიგეგმა ტრენინგები ჯანდაცვის მუშაკებისთვის, პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე მმართველი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თემის აქტიური წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსები და სკოლის ავტორიტეტული მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ორ ცენტრში წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოებიც ჩატარდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)