თბილისი. 28 მარტს „კავკასიურ სახლში" გაიმართა საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ,,ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ".
„დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: caucasianhouse.ge