en
ge

კვლევის შედეგები

აჭარა. 1 ივნისს 16:00 სთ–ზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებები – მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და დღის ცენტრები". შეხვედრაზე, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრი ჩაილდიმა" და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა წარადგინეს ამავე თემაზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. შეფასებამ აჩვენა, რომ მომსახურების მიმწოდებლები და მომხმარებლები, ზოგადად, კმაყოფილნი არიან არსებული მომსახურებით და მხარს უჭერენ ქვეყანაში მათ არსებობას. თუმცა დაასახელეს მთელი რიგი საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რათა მიწოდებული მომსახურება უფრო ხარისხიანი გახდეს. კვლევის ფარგლებში შემუშავებული 70 რეკომენდაციიდან 49 აუცილებელ ყურადღებას საჭიროებს. ამ საკითხების გარშემო ისაუბრეს საერთაშორისო უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრი ჩაილდის" დირექტორმა ანდრო დადიანმა და ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოც–მუშაკმა ნინო ცეცხლაძემ. დისკუსიაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმის ბავშვთა ზრუნვის სამსახურის სოციალური მუშაკები, ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)