სამეგრელო. 31 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „იმედი ხვალის” წევრებმა ჩაატარეს პროექტ „ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია”-ს დახურვის ღონისძიება.
„პროექტის მიზანი იყო მეფუტკრეობის აღორძინება და მოსწავლეებში მოვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა სამრეწველო მეფუტკრეობაში, თეორიული, პრაქტიკული, კვლევითი უნარების გამომუშავებ”, ნათქვამია ორგანიზაცის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში