თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" მიიჩნევს, რომ პრობლემური აქტივების ამოღების მიმართულებით (ე.წ. პრობლემური სესხები) კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
„ჩვენს ხელთ არსებული და საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები კლიენტებთან ურთიერთობისას იყენებენ კანონგარეშე მეთოდებს. შესაბამისად, „აფბა" მოუწოდებს პროკურატურას და სხვა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროულად დაინტერესდნენ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების საქმიანობის კანონიერებით და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში