თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი" ახალ სოციალოგიურ კვლევას იწყებს, რომელშიც 15-18 წლის ახალგაზრდები ჩაერთვებიან. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ახალგაზრდების შეხედულება ნატო-სა და ევროკავშირის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
„ასევე, კვლევა შეაფასებს ახალგაზრდების ჩართულობასა და ახალგაზრდული კვლევების მუშაობას სკოლებისა და უნივერსიტეტების ბაზებზე ევრო-ატლანტიკური საკითხების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით წელიწადში ორჯერ იმართება. ის 31 მარტს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი 20 აპრილს მოხდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.timer.ge