en
ge

საქართველოს ბიუროკრატიის შეფასება 2015 წელს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „მმართველობის ხარისხის გამოკითხვა - საქართველოს ბიუროკრატიის შეფასება 2015 წელს".
„გამოკითხვის შედეგად, საქართველოში ყველაზე პრობლემურ მიმართულებად საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის პრაქტიკა იკვეთება. ამ კატეგორიაში საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თანამდებობაზე დანიშვნისას აპლიკანტის უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინების ნაწილში აქვს. პრობლემები არის საჯარო სამსახურების დაკომპლექტებისას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობის სიხშირის მხრივაც. საქართველოში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების პრაქტიკა ყველაზე ხშირი მოვლენაა უკრაინის შემდეგ, რაც საჯარო სამსახურის პროფესიონალებით დაკომპლექტების პროცესში არსებულ ხარვეზებს უსვამს ხაზს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)