en
ge

საჯარო შეხვედრა მიწის რეფორმასთან დაკავშირებით

აჭარა. 31 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მთავრობის ინიციატივა მიწის რეფორმასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციაა სახელმწიფომ დაიწყოს მიწის რეგისტრაციის უკვე დამტკიცებული სტრატეგიის იმპლემენტაცია, რომელიც ითვალისწინებს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას და მისი მიზანია არ დაურჩეს დაურეგისტრირებელი მიწები. შეხვედრაზე მამაპაპისეული მიწით მოსარგებლეებიც იმყოფებოდნენ, რომელთა თქმით, ახალი ინიციატივა მათ მიწის დარეგისტრირების პროცედურებს გაუმარტივებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)