en
ge

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ტრენინგ ცენტრში მორიგი სატრენინგო კურსი დასრულდა

აჭარა. 31 მარტს, „დემოკრატიის ინსტიტუტის" ტრენინგ ცენტრში, კაფე-რესტორნების, სასურსათო მაღაზიებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის სანიტარული უსაფრთხოების საკითხებზე მორიგი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის მიზანია, საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის პრინციპების და მათი დაცვის პრაქტიკული ასპექტების გაცნობა. მსმენელები სხვადასხვა თემატიკას გაეცვნენ: პროდუქციის დამუშავების ტემპერატურული რეჟიმების დაცვა; საკვების ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურებისა და სურსათის არასწორი წარმოების შენახვისა და გადამუშავების შემთხვევები; საერთაშორისო რეკომენდაციები და კანონმდებლობა; საკვები პროდუქტების შესაბამისობა ISO სტანდარტებთან. ტრენინგის ბოლოს მსმენელებმა ტესტური დავალებები შეასრულეს და განვლილი თემატიკა ტრენერებთან ერთად შეაჯამეს. მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ატარებენ. სანიტარული უსაფრთხოების საკითხებზე, მსგავსი ტრენინგები სამომავლოდ აჭარის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვისაც ჩატარდება. ტრენინგი ჩატარდა დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტის - „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია „ღირსეული სიბერე".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)