თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის დეკემბერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 65 საარჩევნო ოლქში 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურს აკვირდებოდა.
„საიას დამკვირვებლები უშუალოდ აკვირდებოდნენ კენჭისყრის სხდომებსა და გადაწვეტილების მიღების პროცედურას. მართალია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვების შედეგების მიხედვით, ცესკოს გადაწყვეტილებები საკითხის განხილვის გარეშე იქნა მიღებული. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა ყოველგვარი დისკუსიის, კომისიის წევრებს შორის აზრთა გაცვლა - გამოცვლისა და არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე წარიმართა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge