en
ge

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის მონიტორინგის ანგარიში

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისათვის" საარჩევნო რეფორმის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება წარმოადგენს. „იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა, აუცილებელია ადმინისტრაციის დაკომპლექტება მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ ხდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის რეფორმას არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელებულა. საოლქო საარჩევნო კომისიების შესარჩევმა ბოლო მასშტაბურმა კონკურსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები, რაც მოქმედი წესის გადახედვის საჭიროებას ადასტურებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: isfed.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)