en
ge

„აქტიური საზოგადოება დემოკრატიის გარანტი“

სამეგრელო.„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოს ორ რეგიონში: სამეგრელო–ზემო სვანეთის და რაჭა ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის 11 მუნიციპალიტეტში განახორციელა პროექტი „აქტიური საზოგადოება-დემოკრატიის გარანტი". რომელიც ეფექტური თვითმმართველობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში შევიდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სახით წერილი ბიუჯეტში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაზეც საკრებულომ პასუხი არ გასცა, ხოლო გამგეობამ დაგვიანებით უპასუხა,  აღნიშნა  ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზუგდიდში მაკა კოდუამ. მისივე თქმით, პრობლემაა საკრებულოს სხდომის საჯაროობაც. აქამდე ვერ ხერხდება ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ, თუ როდის იგეგმება საკრებულოს სხდომა.
„სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის თქმით, 26 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება პროექტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია,  სადაც დასახელდება აქტიური მოქალაქეები და ის თვითმმართველობები, რომლებმაც ყველაზე კარგად ითანამშრომლეს ორგანიზაციასთან. პროექტი ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)