6 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება ხმოვანი წიგნების პრეზენტაცია „საბა" სთავაზობს მწერლებს, მსახიობებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ ჩაწერონ ან უკვე აქვთ წიგნების აუდიო ჩანაწერები, „საბას" ამ ახალი პლატფორმის მეშვეობით გადააქციონ თავისი აუდიო მასალა ხმოვან წიგნებად და გახადონ ის ხელმისაწვდომი ყველა მკითხველისთვის.
„საბას" პირველი ხმოვანი წიგნი 6 აპრილს დაგეგმილ პრეზენტაციაზე შეიქმნება - ეს იქნება ღონისძიების სტუმარი პოეტების ანთოლოგია, რომელიც ადგილზე ჩაიწერება.
პროექტი „ხმოვანი წიგნები" ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდება.
მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა