en
ge

2016-2020 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტის პრეზენტაცია

აჭარა. 5 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016-2020 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სტრატეგია ასახავს სამინისტროს ღირებულებებს, მისიასა და ხედვას კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროებში, სამინისტროს დანიშნულებას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს 2016-2020 წლების განმავლობაში - აღნიშნა გიორგი თავამაიშვილმა. სტრატეგიაში მოცემულია რეკომენდაციები, მონიტორინგის და შეფასების პროცედურები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სტრატეგიის შესრულების ეფექტური კონტროლი და მასში ცვლილებების დროული შეტანა. დოკუმენტი საშუალებას აძლევს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ერთიან სამუშაო სივრცეში მოიაზრონ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რაც სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირების საფუძველია. სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს შიდა მოხმარების სამუშაო დოკუმენტს, რომელიც ამავდროულად ეხმარება სამინისტროს წარმომადგენლებს, საკუთარი ხედვა გააცნონ დაინტერესებულ მხარეებს და ხელი შეუწყონ საზოგადოების მხრიდან სამინისტროს საქმიანობის შეფასებასა და სრულყოფას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ შეკითხვებს მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ უპასუხა და განმარტა, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და კულტურული პროდუქტების კომერციალიზაცია. 2015 წლის ნოემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სამინისტროს 2016-2020 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის. ტენდერი მოიგო და სამუშაოები განახორციელა შპს „ჯეპრა"- მ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)