en
ge

„დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“

აჭარა. 4 აპრილს, ქობულეთში, „ღირსეული სიბერის" ოფისში დასაქმებაზე ორიენტირებული უფასო ტრენინგების ციკლის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ტრენინგი ინგლისურ ენაში მიმტანის პოზიციაზე მომუშავე ან სამუშაოს მაძიებელი პირებისთვის ჩატარდება. მსმენელები კვების ობიექტებში მუშაობისთვის საჭირო ინგლისური ენის ელემენტარულ ლექსიკურ მარაგს შეისწავლიან. მთავარი საკითხები: მისალმებისა და დამშვიდობების ფორმები; კვების ობიექტის გეგმა; მენიუ; კვების ობიექტში საჭირო ინვენტარის დასახელებები. სწავლება ვიდეო და აუდიო გაკვეთილებისა და სხვადასხვა როლური თამაშების მეთოდით მიმდინარეობს. ტრენინგი ტარდება „დემოკრატიის ინსტიტუტი" პროექტის - „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია „ღირსეული სიბერე".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)