თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ
რობერტ დენჰარტის
და ჯენეტ
დენჰარტის წიგნს
„საჯარო მართვა:
მოქმედების კურსი".
წიგნში განხილულია თუ როგორ
უნდა მოახდინოს
მოქალაქემ გავლენა
საჯარო სამსახურის მუშაობაზე. ავტორები აქცენტს
აკეთებენ ჩართულობის სწავლების მნიშვნელობაზე, როგორც საჯარო
მოსამსახურეთათვის, ასევე რიგითი
მოქალაქეებისთვის. ავტორთა მიზანია
სტუდენტებმა გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარები,
კერძოდ: მართვა,
კომუნიკაცია, დელეგირება, მოტივაცია და
გადაწყვეტილების მიღება.