სამცხე-ჯავახეთი. 6 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული პრემია „საბა”-ს ორგზის მფლობელის, მთარგმნელისა და მწერლის ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექციას „ტრადიციები და სტერეოტიპები” უმასპინძლა.
„ლექცია „ტრადიციები და სტერეოტიპები” ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში