თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის არჩევნების ოფიციალური თარიღის გამოცხადების საკითხს.
„წინასაარჩევნო პერიოდში სამართლებრივი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა ორგანული კანონით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" დადგენილი წესით - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge