თბილისი. 6-7 აპრილს, ომბუდსმენის ინიციატივით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროების საკითხზე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.
„სახალხო დამცველმა ანგარიშებში შესული სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები მიმოიხილა და გამოძიების ინსტიტუციურად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საჭიროებასა და მოდელებზე იმსჯელა; ყურადღება გაამახვილა როგორც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებზე, მსგავს დანაშაულთა საგამოძიებო ქვემდებარეობის კუთხით, ასევე პრაქტიკის შედეგად დამკვიდრებულ დაუსჯელობის სინდრომზე", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge