en
ge

მორიგი ტრენინგი CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადებაზე

აჭარა. 5-6 აპრილს, „დემოკრატიის ინსტიტუტის" ტრენინგ ცენტრში CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადებაზე მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგ-პროგრამა მოიცავდა CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე დამსაქმებელთან პირველი კომუნიკაციისათვის (გასაუბრება) მომზადებას. აღნიშნულ ტრენინგზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა და მაღალი მოსწრებაა, ამიტომ ტრენინგი ორ ჯგუფთან პარალელურ რეჟიმში გაიმართა. მსმენელები ინტერაქტიულობით გამოირჩეოდნენ. ტრენინგის დასასრულს, მათ სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგი ჩატარდა „დემოკრატიის ინსტიტუტი" პროექტის - „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია „ღირსეული სიბერე".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)