შიდა ქართლი. 9 აპრილს, გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებისათვის მოწვეულმა სტუმარმა, გორის გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებთან შეხვედრა-დისკუსია გამართა გენდერული თანასწორობის შესახებ.
„შეხვედრის მიზანი იყო ემსჯელათ თუ რა იყო გენდერული თანასწორობა და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე თუ რა უშლის ხელს გენდერულ თანასწორობას და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში გენდერული ბალანსის აღსადგენად, რატომ უნდა მივცეთ ხმა ქალებს და რატომ უნდა გაიზარდოს მათი რიცხვი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გევრდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში