კახეთი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სოფლის განვითარების სფეროში ინოვაციური პროექტების გამოსავლენად გამართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ღონისძიება გაიმართება იუსტიციის სახლში, სადაც ყველა ფინალისტს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცა, ხოლო გამარჯვებულმა ირაკლი როსტომაშვილმა, საგრანტო თანხა – 4466 ლარი და გამარჯვებულის სერთიფიკატი მიიღო.
გამარჯვებული იდეა, სახელწოდებით „ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა სოფლის განვითარების სფეროში", კახეთში ფერმერული მეურნეობის ვებ-პორტალის შექმნას ითვალისწინებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სოფლად მულტიფუნქციური სერვის-ცენტრების კონცეფცია შემუშავდა. ამ კონცეფციით შეიქმნა და უკვე ფუნქციონირებს საზოგადოებრევი ცენტრები შაშიანში, სართიჭალასა და გომში. აღნიშნული ცენტრები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის მომსახურებას აწვდის.