აჭარა. 25 დეკემბერს, ბათუმის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის
ფილიალის და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, აჭარის ბიუჯტის პროექტის განხილვა მოეწყო.
პროექტის
შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფინანსთა და ეკონომიკური საკითხების კომისიის
ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიტაიშვილმა და აჭარის ა.რ. ეკონომიკისა და
ფინანსთა მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდა
ადგილობრივი საზოგადოეისა, მედიისა
და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბიუჯეტის პროექტის განხილვა
დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვენლმა გენო
გელაძემ, კიდევ ერთხელ დასვა აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად
გადაკეთების საკითხი.