სამეგრელო. 12 აპრილს, პროგრამა „მომავლის თაობის" ფარგლებში განხორციელებული მცირე გრანტის „სამყარო ჩემს ირგვლივ" დახურვის ღონისძიება გაიმართა.
„პროექტის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიული კაბინეტის გარემონტება, აღჭურვა და აქტიური ფუნქციონირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ პრაქტიკული და მცირე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, საბუნებისმეტყველო საგნებში პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში