თბილისი. 12 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენლები და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" მოხალისეთა კლუბის წევრები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს" ესტუმრნენ.
„ახალგაზრდების ვიზიტი სასწავლო ცენტრში, შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქართველი სამხედროების მომზადების პირობების გაცნობას ისახავდა მიზნად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში