თბილისი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
„...მიგვაჩნია, რომ არჩევნების თარიღით მანიპულირებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე. არჩევნების თარიღის წინასწარ გამოცხადებაში პრობლემას ვერ ვხედავთ, რამეთუ საზოგადოებისათვის ისედაც იყო ცნობილი და კანონმდებლობით განსაზღვრული საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკითხი. რაც შეეხება სამართლებრივი აქტის გამოცემის იურიდიულ თუ ტექნიკურ დეტალებს, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია დიალოგი და საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში გადაწყვეტა"... ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: cdd.ge