en
ge

რეკომენდაციები შშმ პირთა საბჭოებს

აჭარა. 13 აპრილს, სასტუმრო რედისონში კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. როგორ უნდა განხორციელდეს შშმ პირთა გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაცია ადგილობრივ დონეზე, როგორ უნდა იმუშაოს საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭომ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციისთვის. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგეობების წარმომადგენლების რეკომენდაციით, საბჭოს მუშაობაში შშმ პირები აქტიურად უნდა ჩაერთონ. მომხსენებლებმა აჭარის მთავრობასთან არსებულ საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურაც დაუწუნეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეფექტური მუშაობისთვის საბჭოს არჩილ ხაბაძე უნდა ხელმძღვანელობდეს. როგორც აღმოჩნდა, საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო აჭარის 2 მუნიციპალიტეტში დღემდე არ ფუნქციონირებს. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს მათი შექმნის აუცილებლობაზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)