თბილისი. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) 15 აპრილს მართავს დისკუსიას თემაზე: „სტუდენტური მოძრაობა სისტემური ცვლილებებისთვის". დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და რეგიონების უნივერსიტეტების წარმომადგენლები. საჯარო დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან ლიკა ღლონტი (Erasmus + ეროვნული ოფისის კოორდინატორი, ნეირომეცნიერებათა დოქტორი),
გიორგი მაისურაძე (ილიაუნის პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი).
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში