თბილისი. კამპანია „სამართალი ითხოვს" პეტიციას ავრცელებს, რომლის ადრესატია საქართველოს მთავრობა, სასამართლოს ხელისუფლება, იუსტიციის საბჭო. „პეტიციაზე ხელმომწერები მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება"..., ნათქვამია პეტიციაში.
პეტიცია სახელწოდებით „არ მართო სასამართლო" ღიაა და ვინც იზიარებს მის ფაბულას შეუძლია მიერთება. ამ დროისთვის მას 4972 ხელმომწერი ჰყავს.
წყარო: კამპანიის ვებგვერდი სოციალურ ქსელში