თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის კუთხით ხელისუფლების საქმიანობას აფასებს.
„ძირეული ცვლილებები, რომელიც არსებითად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, ამ ეტაპამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, ღიად არის დარჩენილი: საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მედია რეგულაციების, საარჩევნო დავების კუთხით არსებული მთელი რიგი პრობლემური საკითხები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge