en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის უმაღლეს საბჭოს

თბილისი.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს კანონპროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმარვას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ გამოვიდნენ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების ინიციატივით. რეფორმის ჭრილში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია. „აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი ანალიზისა და საარჩევნო ადმინისტაციის სასურველი მოდელის შემუშავების მიზნით უკვე ინტენსიურად დაიწყო მუშაობა საარჩევნო ექსპერტიზის მქონე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. პროცესში ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია და მუშაობა საქართველოს პარლამენტთან კოორდინირებულად მიმდინარეობს.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაც აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ საფუძვლიანი და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებით არის შესაძლებელი, ამასთანავე, უსკოს რეფორმაც ერთიანი საარჩევნო რეფორმის ნაწილი უნდა იყოს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობით უსკო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენელი ნაწილია. გთავაზობთ, შემოგვიერთდეთ და უსკოს დაკომპლექტების წესი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფის ფორმატში განვიხილოთ" – ნათქვამია მიმართვაში.
სრულად
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)