en
ge

საკონსტიტუციო სასამართლომ ISFED-ის და საიას სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისი. 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა 6 მოქალაქის სარჩელი, რომლის ინტერესებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში „სამართლიანი არჩევნებისა" და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები იცავდნენ.
„მოსარჩელეები ითხოვენ, საარჩევნო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები.
ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები მერობისა და გამგებელობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მოქალაქეებს აიძულებდა ასოცირებულნი ყოფილიყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)