აჭარა. 14 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ნაადრევი ქორწინება და ქალთა უფლებები ამჯერად ადგილობრივებს ამ მიმართულებით ესაუბრა. შეხვედრაზე ქალბატონებს მისცეს კონკრეტული რჩევები, როგორ იმოქმედონ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები არა მხოლოდ მაღალმთიან აჭარაშია, არამედ ეს პრობლემა დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალურია. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს დროული რეაგირება ნაადრევი ქორწინების საწყის ეტაპზე, რათა არასრულწლოვანთა ქორწინებები შეწყდეს. ტრენინგის ბოლოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და „ქალთა ოთახს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.