სამეგრელო. 14 აპრილს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინასთან „რელიგიები და ეთნოსები საქართველოში" დაკავშრებით.
„ვიქტორინა მიზნად ისახავს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობას და ახალგაზრდებს შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლებას.
აქტივობა ჩატარდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში