en
ge

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში საგადასახადო კომიტეტი შეიქმნა

თბილისი. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში შეიქმნა საგადასახადო კომიტეტი, რომლის მიზანია რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
საგადასახადო კომიტეტის შექმნა გადაწყდა ასოციაციის პრეზიდენტის კახა კოხრეიძისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიხეილ ჭელიძეს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრების შემდეგ, რომლის მიზანიც სხვა საკითხებთან ერთად იყო ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის კომუნიკაციის ოფიციალური ფორმატის შემუშავებაა.
საგადასახადო კომიტეტში უკვე გაერთიანდნენ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები. კომიტეტი საქმიანობს ღია კარის პრინციპით და მზად არის ურთიერთთანამშრომლობისთვის ბიზნესის სფეროს  სხვა წარმომადგენლებთან.
წყარო: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)