თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ საპარლამენტო საკონკურსო კომისიას მიმართავენ.
„სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსისადმი მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილა მეურვეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნინო ცინცაძემ და შესაბამისად, ვერ გადავიდა შერჩევის შემდეგ ეტაპზე”, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.media.ge