თბილისი. კავკასიის ბარომეტრის 2013 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 16% ვარჯიშობს რეგულარულად, სულ მცირე 2 საათით კვირის განმავლობაში.
„ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთერთი რისკფაქტორია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კი პირველია საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებებს შორის.
მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვიზუალურად გამოსახა 3 მარტივი გზა, რაც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამოძრავდი და აიცილე თავიდან დაავადებები!"...
წყარო: feradi.info