en
ge

სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია

თბილისი. 15 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა. სამწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ერთობლივად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაიტერ სამარიტერ ბუნდი საქართველოს მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" პარტნიორობით.
„სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.
სოციალური მეწარმეობა - ბიზნესი სოციალური მისიით - ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.
არსებული სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების, დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფო სტრუქტურებთან სოციალურ საწარმოთა ხელშეწყობის მექანიზმების განვითარებასა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების თაობაზე; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობას ბიზეს სექტორთან, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სოციალური საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი დაფინანსება.
პროექტის განხორციელების შედეგად: შეიქმნება და დაფინანსდება 14 ახალი სოციალური საწარმო საქართველოს მასშტაბით, 100-მდე პოტენციური სოციალური მეწარმე გაივლის ინტენსიურ ტრენინგ კურსს საწარმოს ინიცირებისა და მართვის შესახებ, მომზადდება 45 ბიზნეს გეგმა სოციალური საწარმოს იდეის ავტორებისა და ექსპერტთა გუნდის ერთობლივი მუშაობის და სწავლების პროცესის საფუძველზე.
წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)