en
ge

„ეს შენ გეხება“ პროკურატურისგან სტატისტიკურ ინფორმაციას ითხოვს

თბილისი. კამპანიის „ეს შენ გეხებას" წევრი ორგანიზაციები პროკურატურას სტატისტიკურ მონაცემებს სთხოვს. „მოგმართავთ კამპანიის „ეს შენ გეხება” სახელით და საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი საჯარო ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე: რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის ფაქტებთან დაკავშირებით (გთხოვთ, მიგვითითოთ სსკ-ის შესაბამისი მუხლები); რამდენი პირი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ხსენებული დანაშაულის საფუძველზე, მათ შორის, ბრალდებულებიდან რამდენი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს (გთხოვთ, მიგვითითოთ მათი სამსახურებრივი პოზიციები)...", ნათქვამია მიმართვაში.
სრულად...
წყარო: esshengexeba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)